Tuesday, April 26, 2011

10

by anina
საბას აღარ უდგება. დიდი ხანი არაა. ასე 2 კვირაა.
ჩემი აზრით, ანტიდეპრესანტების ბრალია, მისი აზრით_ ჩემი.
_ აი, 1 კვირა აღარ დალიო და ვნახოთ.
_ აუ, ხო გეუბნები, რო მაგის ბრალი არაა.
_ და რა იცი?
_ შენ რა იცი, რო მაგის ბრალია?
_ ვგრძნობ. წამლებს აქვთ ხოლმე ეგეთი ეფექტები.
_ ამ წამალს არა აქვს.  და ვაფშე, დებილობას ბაზრობ. წამლების გარეშე მთელი დედამიწა მძულს, შენი ჩათვლით. ჰოდა, რო დავანებო მაგას თავი და შემძულდე, მერე რა ჩემ ყ**დ გინდა ჩემი ამდგარი ყ**?
_ არ შეგძულდები.
_ რა იცი? ისედაც ცოტა მიკლია.
_  ღმერთო, როგორ შეგიძლია ეგეთი იდიოტი იყო. წავედი მე.
_ რა გეწყინა. გეხუმრე.
_ მაგრად ხუმრობ.
_ შენ კიდევ მაგრად წერ.

იძლევა

არსებობს სიტყვები, რომლებიც ერის მსოფლმხედველობას თუ არა, დამოკიდებულებას რომელიმე საკითხისადმი ნათლად გამოხატავს. ,,იძლევაც” ასეთი სიტყვაა: თუ მის მნიშვნელობას დაანაკუწებ, შეგიძლია,  ბევრი რამ ამოიკითხო:  ქალიშვილობის ინსტიტუტით გაწამებული ბიჭების სევდა, ქართველი გოგოების თავისებურება (ან საერთოდ არ ,,იძლევა” ან, ზოგადად, ყველას ,,აძლევს”) და ქართველი ბიჭების საერთო განწყობა გოგონების მიმართ.
თუ ამ სიტყვას კიდევ უფრო ჩავუღმავდებით, მივხვდებით, რომ ქართველი ბიჭები სექსს ორმხრივ პროცესად არ აღიქვამენ და სექსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც მხოლოდ ამაზე მიგვითითებს: ,,პირში იღებს, პირში ვაძლევ”, იძლევა, ვჟიმავ… ქართველი ბიჭი არ იტყვის: ამ გოგოსთან ვჟიმაობო (ან ეს რა ფრაზაა, მაგრამ კიდევ არა უშავს), იტყვის, ამ გოგოს ვჟიმავო..  ,,იძლევაც”  ეგეთი სიტყვაა. სასტიკად სექსისტური და ცალმხრივი.
ქართველი ბიჭების აზრით, გოგო იძლევა თუ:

ვიპარავ პოსტებს აქტიურად =))

ცოტა დაგვიანებით მაგრამ მაინც გეტყვით რომ არცერთი აქამდე დაწერილი პოსტი ჩემი არაა.. მოკლედ ბლოგებზე ძრომიალი მეხერხება და კარგადაც ვიყენებ მათ... :) საავტორო უფლებებს არავის ვართმევ ამიტომ ყველა პოსტზე იქნება მითითებული ავტორი...
ალბათ მიხვდით რომ პოსტები დაწერილია ეროტიკაზე,სექსზე და ა.შ. მოველი თქვენგან აქტიურობას...
თუ გსურთ თქვენი ნაწერი მოხვდეს ამ ბლოგზე მომწერეთ yahoo-ზე : tugushi.mari@yahoo.com
ეს შეიძლება იყოს: მოთხრობა,ლექსი,სტატია,დღიური და ა.შ. ნაწერს თან დაურთეთ სურათები(არამარტო)..


P.S.მივიღებ პოსტებს სხვა თემებზეც თუ მომეწონება :)
წარმატებებს გისურვებთ ;)

Young Georgian Lolita(z) ანუ ჩემი პირველი პაემანი

by anina
ყველაზე ადვილი იმ თემებზე წერაა, რომლებიც არ გადარდებს. როგორც კი რამე ძალიან ნამდვილს მიადგები, იბნევი და არც იცი, საიდან დაიწყო. მეც ასე მომდის. ახლახან გადავწყვიტე, ჩემს პირველ პაემანზე დავწერ-მეთქი და რაღაც მაჩერებს. იქნებ იმდენი დრო არაა გასული, რომ ამ ყველაფერს ჩვეულებრივად  შევხედო, ან იქნებ ქვეცნობიერად მინდა, რომ მარტო მე ვიცოდე.  მაგრამ რაკი უკვე გადავწყვიტე,  სჯობს, მაინც მოვყვე.

ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოსირდა

by anina
თუ ოდესმე შეხვედრილხართ გოგოს, რომელიც ამბობს, ჩემს ყველა ყოფილთან ვმეგობრობო, არ დაუჯეროთ. ეგეთი კარგები რომ ყოფილიყვნენ, კი არ დაშორდებოდა. მას უბრალოდ იმის თქმა სურს, რომ ყოფილებთან არ ჩხუბობს და თუ ქუჩაში გადაეყარა, თბილად მოიკითხავს. ეგ მეგობრობა არაა. მე ზუსტად ეგრე ვხვდები ჩემს ყოფილ მეზობლებსა და პარალელურ კლასელებს. რომ არ ვხვდებოდე საერთოდ, არც მაგით შევწუხდებოდი. მაგრამ თუ ყოფილის ნახვა საშინლად არ გინდა, ეს უკვე სხვა საქმეა. თუ რუსთაველზე ორიოდე ნაბიჯის გავლას თავს მხოლოდ იმიტომ არიდებ, რომ გეშინია, თვალი არ მოგკრას.. საუბარიც ზედმეტია. შენი ყოფილი შეყვარებული სირია.
როგორ წესი, ყოფილი შეყვარებულები მაშინაც სირები არიან, როცა მათი სტატუსი სიტყვა ყოფილს არ შეიცავს, მაგრამ ასეთ დროს ჩვენ საკმარისად ვართ შეიარაღებულნი სხვა არგუმენტებით, რომლებიც იწყება სიტყვით ,,სამაგიეროდ” და მთავრდება ფრაზით : ,,თან, ძალიან ვუყვარვარ”. ეს არგუმენტები ჩვენ უფრო გვჭირდება,ვიდრე სხვებს, რადგან ასე თუ ისე, არც ერთ (ჭკვიან) ქალს არ სიამოვნებს იმის აღიარება, რომ არჩევანში შეცდა. აი, მეც, სათაური რომ დავწერე, ასე ვიფიქრე. ხომ იფიქრებს ხალხი, რატომ ხვდებოდა ანინა სირსო.. იქნებ შევცვალო და ასე დავწერო: ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოშტერდა-მეთქი. მაგრამ მაშინვე დავასკვენი, რომ შტერი შესაფერისი სიტყვა არაა.

ბუნებრივი

დასაწყისი იხილე აქ                                                  by anina
სექსის შემდეგ პაველმა რაღაცები ამიხსნა: მე ახლა შენი დროებითი მამაკაცი ვარ. მინდა, ძველი მამაკაცის დავიწყებაში დაგეხმარო, სანამ ახალ მამაკაცს იპოვიდე. უბრალოდ, პაუზას ვავსებ შენს ცხოვრებაში. ოღონდ, ამას ალტრუიზმად ნუ ჩამითვლი. ორმხრივი შეთანხმებაა. შენ, მიტოვებული არტისტი ქალი, მაძლევ მასალას ახალი წიგნისათვის დეპრესიის შესახებ, მე კი _ ჯანსაღი და სიმპატიური მამაკაცი, ნაცადი მეთოდებით გიხსნი სტრესს. ეს ყველაზე კეთილშობილური რამეა, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია. დამიჯერე, რეგულარული კარგი სექსი ნამდვილად გიშველის. როგორც კი მივხვდები, რომ კარგად ხარ, იმის უფლებას მოგცემ, რომ თავად მიმატოვო.. მერე ამ ყველაფერზე წიგნს დავწერ და პრეზენტაციაზე დაგპატიჟებ.
მე დავთანხმდი. უკეთესი იდეა არც მქონდა.
შევთანხმდით. ჩვენ კვირაში სამჯერ გვქონდა სექსი, ხან მის სახლში, ხან_ ჩემთან. მერე ვსაუბრობდით ხოლმე და პაველი რაღაცებს ინიშნავდა მომავალი წიგნისათვის. სექსის შემდეგ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი, საუბრის შემდეგ კი_ ყოველთვის გამოყენებულად.
მერე პაველის გადაღება დავიწყე. მინდოდა, მისით ჩამენაცვლებინა ,,ჩემი კაცის” მარადიული ხატი. პაველი ამას მალევე მიხვდა.

დროებითი

by anina
_ ჩვენი სექსი წყლის დალევასავითაა, როგორც კი ამას ზედმეტ მნიშვნელობას მიანიჭებ, წყურვილს ვეღარ მოიკლავ_ მითხრა პაველმა მორიგი სექსის შემდეგ. მითხრა_ არა, უფრო გამაფრთხილა. კაცები ხომ ყოველთვის გრძნობენ, როცა ქალები მათ შეყვარებას იწყებენ.
_ გადაგიღებ, – ვუთხარი პაველს და შიშველი გავიქეცი ფოტოაპარატის მოსატანად.

რომ დავბრუნდი, ის ისევ ისე იწვა და ეწეოდა, კადრში მისი პენისი ძალიან უშნო
ჩანდა, ტერფები_ ზედმეტად დიდი, თუმცა ეს მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო იყო, რომელიც კი მისთვის გადამიღია. ეს მისი პირველი ფოტო იყო, რომელიც ამოვბეჭდე, ზედ სათაური წავაწერე- ,,პაველი წყლის დალევის შემდეგ” და უჯრაში გადავმალე.

პრელუდია


by anina
_მთავარი ამბებია. ცხოვრებაშიც, მუსიკაშიც და ლიტერატურაშიც. გიფიქრია, რატომ  არის ხოლმე რთული ასაკობრივი სხვაობის მქონე ადამიანების ურთიერთობა? იმიტომ, რომ ერთ-ერთს გაცილებით მეტი აქვს მოსაყოლი, ვიდრე მეორეს. ერთი ყვება, მეორე უსმენს და ასე გრძელდება, სანამ არ მობეზრდებათ. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  რომელიმე მათგანს ასაკისთვის შეუფერებელი რაოდენობის ამბავი აქვს დაგროვებული: ან ჩვეულებრივზე მეტი, ან ჩვეულებრივზე ნაკლები. ამიტომ, ჩემო კარგო, თუ გინდა, რომ დიდ ბიჭებს მოეწონო, დროსთან შედარებით სწრაფად და ბევრი უნდა იცხოვრო, _ამბობს  ლანა და  სულ ოდნავ მიღიმის.
როიალიდან რამდენიმე წუთის ამდგარი ვარ, მაჯა უსიამოვნოდ მიხურს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიყვან ბოლომდე  ლანას უგემურ ყავას. მაინც რა ყავაა, ,,პელე“? ასე მგონია, რომ თითოეული წვეთი მკლავს. ალბათ, იმავეს გრძნობს ცხენი სიგარეტის მოწევისას. აღარ მინდა ლანას მოსმენა. სიამოვნებით ვეტყოდი, რასაც ვფიქრობ და გავაჩუმებდი. ვეტყოდი, რომ ცხოვრება როიალის თავზე დაწყობილი ფაიფურის სპილოების ყურება და კონსერვატორიის კუანა დეიდებთან ჭორაობა არაა.  ბოლოს კი დავამატებდი, რომ მას მართლაც რო ესმოდეს რამე, 38 წლის ასაკში მარტო არ იქნებოდა..