Tuesday, April 26, 2011

ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოსირდა

by anina
თუ ოდესმე შეხვედრილხართ გოგოს, რომელიც ამბობს, ჩემს ყველა ყოფილთან ვმეგობრობო, არ დაუჯეროთ. ეგეთი კარგები რომ ყოფილიყვნენ, კი არ დაშორდებოდა. მას უბრალოდ იმის თქმა სურს, რომ ყოფილებთან არ ჩხუბობს და თუ ქუჩაში გადაეყარა, თბილად მოიკითხავს. ეგ მეგობრობა არაა. მე ზუსტად ეგრე ვხვდები ჩემს ყოფილ მეზობლებსა და პარალელურ კლასელებს. რომ არ ვხვდებოდე საერთოდ, არც მაგით შევწუხდებოდი. მაგრამ თუ ყოფილის ნახვა საშინლად არ გინდა, ეს უკვე სხვა საქმეა. თუ რუსთაველზე ორიოდე ნაბიჯის გავლას თავს მხოლოდ იმიტომ არიდებ, რომ გეშინია, თვალი არ მოგკრას.. საუბარიც ზედმეტია. შენი ყოფილი შეყვარებული სირია.
როგორ წესი, ყოფილი შეყვარებულები მაშინაც სირები არიან, როცა მათი სტატუსი სიტყვა ყოფილს არ შეიცავს, მაგრამ ასეთ დროს ჩვენ საკმარისად ვართ შეიარაღებულნი სხვა არგუმენტებით, რომლებიც იწყება სიტყვით ,,სამაგიეროდ” და მთავრდება ფრაზით : ,,თან, ძალიან ვუყვარვარ”. ეს არგუმენტები ჩვენ უფრო გვჭირდება,ვიდრე სხვებს, რადგან ასე თუ ისე, არც ერთ (ჭკვიან) ქალს არ სიამოვნებს იმის აღიარება, რომ არჩევანში შეცდა. აი, მეც, სათაური რომ დავწერე, ასე ვიფიქრე. ხომ იფიქრებს ხალხი, რატომ ხვდებოდა ანინა სირსო.. იქნებ შევცვალო და ასე დავწერო: ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოშტერდა-მეთქი. მაგრამ მაშინვე დავასკვენი, რომ შტერი შესაფერისი სიტყვა არაა.
ჩვენ უცნაურად გავიცანით ერთმანეთი. უცნაურად გაცნობა ერთ-ერთი ის კომპონენტია, რომელიც ყოველთვის, როცა დაშორებას დააპირებ, თავს გახსენებს და ტვინს გიჭამს: როგორ უნდა დაშორდე ახლა. თქვენ ხომ ასე უცნაურად გაიცანით ერთმანეთი.
არადა, რატომ არაა რომანტიკული ბიჭის გაცნობა მეგობრის ქორწილში. შენ ტარხუნის ლიმონათს სვამ, ის- მოშინდისფრო ღვინოს. ბანკეტის დროინდელი კოსტიუმიდან სპეციალურად ამ დღისთვის ნაყიდი ,,კენტი” უჩანს. შენ ფეხები მაღლებზე სიარულისგან გაქვს დაღლილი, მას_ ფეხსაცმელი უჭერს. საუბრის დაწყებაც ადვილია: თქვენ- სიძის მხრიდან ხართ თუ… არა, არა, მართალი ხართ. ეს ყველაფერი საშინლად არარომანტიკულია. სამაგიეროდ, რაც შაბლონურია, ყველაფერი მარტივია.
ის კი.. ის რთული იყო. სტუდენტები ჰყავდა ერთ-ერთ ტრაკშიპერო უნივერსიტეტში. ჩემხელა სტუდენტები. სულ ჭკუას მასწავლიდა, კოცნასაც მასწავლიდა, ცხოვრებას მასწავლიდა. ფიქრობდა, რომ განათლებულია და ნიჭიერი და ახალგაზრდაც. სინამდვილეში კი არც განათლებული იყო (მე წიგნებს ვკითხულობდი, ის აუდიოწიგნებს უსმენდა და ჩემს მონაყოლსაც გულდასმით იმახსოვრებდა). არც ნიჭიერი ეთქმოდა და არც ახალგაზრდა. ის 31 წლის იყო, მე_ 18-ის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორში ის ჩემზე წარმატებულად ითვლებოდა, მე მასზე მეტი შემოსავალი მქონდა. ხოდა, ვინც ფულს შოულობს კაფეში 2 ჭიქა ყავისათვის, წესით, წესებსაც ის უნდა ადგენდეს. მაგრამ ჩვენთან ეგრე არ იყო. ის ამომავალი გენია იყო. მე კი 18 წლისა და უკვე ჩამავალი.
რაც მართალია, მართალია. ჩემთვის არ უღალატია. დავშორდი იმიტომ, რომ მისი მბრძანებლობა ყელში ამომივიდა. ამის შემდეგ კვირაში ერთხელ სტაბილურად მწერდა ,,მომენატრეს” და თვეში ერთხელ მთხოვდა, 50 ლარი მასესხე ხელფასამდეო. თუ კარგ ხასიათზე ვიყავი, ვაძლევდი კიდეც (ფულს). ჩვენი ძველი მეგობრობის ხათრით, როგორც თვითონ ამბობდა.
მერე ისე მოხდა, რომ ერთდროულად ჩემი ყველა ნაცნობის შებმა დაიწყო. იქნებოდა ეს ნათლიაჩემის ახალგაზრდა დაქალი, რომელიც ერთხელ ქუჩაში შეგვხვდა და მერე ფეისბუქზე დაიმატა თუ ჩემი ამჟამინდელი შეყვარებულის ნათესავი, რომელსაც სურათზე დავუწერე, რა ლამაზი გოგო ხარ-მეთქი. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ძალიან უნდოდა, ამ გოგონების შებმაში მე დავხმარებოდი.

_ უთხარი რა, რომ ჭკვიანი ვარ.

_უთხარი, ძალიანაც კარგი, რომ გაიცანი-თქო.
ჯერ თავაზიანად ვპასუხობდი, თვითონ მიხედე თავს-მეთქი და ვგულისხმობდი, თუ გოგოებს ვერ აბამ, დაანძრიე-მეთქი. ბოლოს კი მთლად აღვშფოთდი და ხმამაღლა გავეპასუხე: სულ გამოსირდი-მეთქი.
_ რომ მხვდებოდი, მაშინ სირი არ ვიყავიო? _ ღმერთმანი, ხანდახან რა ლოგიკურია ხოლმე.
_ ალბათ, იყავი.
_ მაგ ლოგიკით, შენც სირი გამოდიხარ_ ამბობს და ელოდება, რომ უკან დავიხევ, ვეტყვი, რომ არა, სირი არაა. უბრალოდ, ზედმეტი მომივიდა.
მე კი ვპასუხობ: შეიძლება ეგრეა. მაგრამ შენ რომ სირი ხარ, მაგას წყალი არ გაუვა.
შევთანხმდით, ორივე სირები ვართ.
და უცებ- თვის ბოლომდე 50 ლარი მასესხე რა?
_ გაჩუქებ. ოღონდ შენთან შეხვედრა რომ არ დამჭირდეს, გადმოგირიცხავ. გქონდეს და ცხოვრებაში აღარ მომწერო. _ ვეუბნები და ვხვდები, რომ ეს ისაა, რაც ჩემგან ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
სულ გამოსირდა.
ისე, კვირას დაქალის ქორწილში ვარ დაპატიჟებული. იქნებიან სიძის მხრიდან ბიჭები, ალბათ..

No comments:

Post a Comment